მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: ჩემო "ევრონაცებო", ტკბილ პოლიტიკურ პენსიას გისურვებთ

უმრავლესობის წევრი

"ჩემო "ევრონაცებო", ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020 წლის ოქტომბრიდან", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ვეროპული საქართველოს" წევრებს.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება უწინასწარმეტყველა.

"2012 წლიდან მოყოლებული გაიმწარეთ ახალგაზრდობა - 6 არჩევნები მოგიგეთ, წელს ძალიან მწარედ მე-7 არჩევნებს მოგიგებთ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნამდვილად გაიმწარეთ ეს ახალგაზრდობა. შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი. ეს არის მოკლე რეკომენდაცია და მოწოდება", - მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.