პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად ეკონომიკის ფართოდ გახსნისა, რაციონალურ ფარგლებში შევინარჩუნოთ კოვიდის გავრცელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე
23:36 17.10
დაკოპირებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კოვიდ ინფექციის პირველი და მეორე ტალღის პირობებში ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ეპიდვითარებას და როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი ეკონომიკის ხელმეორედ ჩაკეტვა არ მოხდება.

„საზოგადოებამ დაინახა, როგორ მოქმედებდა ხელისუფლება ჯერ პირველი ტალღის პირობებში და როგორ მოქმედებს მეორე ტალღის პირობებში. პირველ ტალღას რაც შეეხება, ეს იყო ყველაზე საშიში გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენა არავის არ ჰქონდა ვირუსის შესახებ, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამან გამოიწვია ის, რომ სადაც ვერ მოხერხდა ვირუსის შეკავება, იქ იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

გახსოვთ რა ხდებოდა იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიაში და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებში იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ პირველი ტალღა გადაგვეტანა, დაახლოებით, ორი ათეული გარდაცვლილის ფარგლებში. რა თქმა უნდა, თითოეული სიცოცხლე არის განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანი, თითოეულის სიკვდილი ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, არის ცა და დედამიწა რაც გვქონდა საქართველოს და სხვა ქვეყნებს, როგორც მეზობელ, ასევე, განვითარებულ ქვეყნებს პირველი ტალღის ფარგლებში.

რაც შეეხება მეორე ტალღას - ბუნებრივია, დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკის ჩაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ჩვენი მხრიდან ბოლო პერიოდში განცხადებებიც გაკეთდა, რომ როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, ეკონომიკის ხელმეორედ ჩაკეტვა წარმოუდგენელია. პანდემიამ ისედაც მძიმე ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს და წლის ბოლოს, დაახლოებით, ეკონომიკის 5% რეცესიაა მოსალოდნელი და მორიგი ჩაკეტვა ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას გამოიწვევდა.

პირველი ტალღის პერიოდში რაც იყო მინიმუმი აუცილებელი ის გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენ სათანადოდ დაგვძლია ეს პრობლემა და ამის შედეგია ზუსტად ის დაბალი მაჩვენებლები როგორც გავრცელების, ასევე სიკვდილიანობის კუთხით. ჩვენ ეკონომიკის და საზღვრების სრული გახსნის პირობებშიც კოვიდის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად ეკონომიკის ფართოდ გახსნისა, რაციონალურ ფარგლებში შევინარჩუნოთ კოვიდის გავრცელება. მთავარია, რომ ხელისუფლებას აქვს კონტროლი მთლიანად ვითარებაზე და ეს კონტროლი აუცილებლად შენარჩუნდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს...
„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობ...
22 წუთის წინ
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით,...
58 წუთის წინ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემებზე ი...
00:47
ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პოლიტიკურ პროგნ...
00:43
საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ

ირაკლი კობახიძე: ავღანეთის ორივე უბანზე ქართვ...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს...
ნანუკა ჟორჟოლიანი ეგზიტპოლზე: „იმედი“ კი...
ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრ...
ალეკო აღარ გვისმენს! - ნომერი გამორთულია...
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აღარ გვისმენს, მისი ტ...
„იმენა მიჯირყვნა“ - თეა წულუკიანი ფოტომო...
„ქართული ოცნების“ წევრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში...