პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების ოფისში
15:53 08.08
დაკოპირებულია

„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს.

ირაკლი კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაციონალური და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით არ დაუშვებს ომის განახლების შესაძლებლობას, რომლის მიზანიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შემცირებაა.

„ჩვენ არ დავუშვებთ ომის განახლების შესაძლებლობას, მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა, ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება აგვისტოს ომი. ამ ომს ასობით უდანაშაულო საქართველოს მოქალაქე შეეწირა. ჩვენ სრულად დავკარგეთ კონტროლო საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონზე - აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. ამ ომის შედეგებს დღემდე ვიმკით, გრძელდება ბორდერიზაცია, უკანონო გატაცებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უთანასწორო ბრძოლაში აჩერებდნენ რუსულ სამხედრო მანქანას. ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“,-წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

ომის შედეგად საქართველომ 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა, რუსეთმა კოდორის ხეობის - ზემო აფხაზეთის ოკუპაციაც მოახდინა. დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 22 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ომის პერიოდში 150 000 ადამიანი დევნილად იქცა, მათგან 30 000 საკუთარ სახლებში დღემდე არ დაბრუნებულა. ომს ეკონომიკური ვარდნაც მოჰყვა.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53 22.09
„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული...
22:43 22.09
დღეს, 22 სექტემბერს, სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად...
22:32 22.09
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარ...
22:24 22.09
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ა...
22:15 22.09
ამერიკის შეერთებული შტატები 7 მლნ კოვიდინფიცირებული - ეპიდსიტუაცია აშშ-ში
7 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ასეთი ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. worldometers-ის...
21:38 22.09
18:22 22.09
ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვ...
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა....
18:01 22.09
ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის,...
17:55 22.09
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა...
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას...