მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: ენმ-ს წევრების გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკიდან წავალ

ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების ოფისში

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, Ipsos -ის კვლევის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი პირველივე ტურში ამარცხებენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს სოზარ სუბარს, ლევან კობიაშვილს და ირაკლი ქადაგიშვილს.

ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუ Ipsos-ის კვლევა გამართლდება, პოლიტიკიდან წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკა გვარამია წავიდეს მედიიდან.

„შევთანხმდეთ ასეთ რაღაცაზე, თუ „ქართული ოცნების“ ამ სამი წევრიდან ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ. საპირისპირო შემთხვევაში გენპროკურორი ნიკა გვარამია წავიდეს მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ბუნებრივია ნიკა გვარამია ამაზე ვერ წამოვა, იქიდან გამომდინარე, რომ ის მხდალი ადამიანია და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას. გადაეცით ეს „მთავარი არხის“ ქალაჩუნა დირექტორს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.