მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: გახარიას პოზიცია ვერ დაემთხვა ჩვენი გუნდის პოზიციას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა.

„სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას სახელმწიფო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს იგი.

კობახიძის თქმით, გიორგი გახარიას ზემოთხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა, მისი პოზიციის გასამყარებლად გახარიას საკმარისი არგუმენტები არ წარმოუდგენია.

„წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე როგორც სახელმწიფომ, თუ არა,“ - აცხადებს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კანონის სათანადოდ არ აღსრულება ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში.

„ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, იმ პირობებში, როცა დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორ სახელმწიფო,“ - განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა მყარად დაიცვას სახელმწიფოს ღირსება.

„გიორგი გახარიას გადაწყვეტილების ფონზე, შს მინისტრმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების პროცესის გადადების თაობაზე. ახლა პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებისკენ,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში.

და ბოლოს, ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ნიკა მელიას, დაემორჩილოს კანონს.

„მოვუწოდებ მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას,“ - აღნიშნა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

„როცა პრემიერ მინისტრი გადადგება, რიგგარეშე არჩევნები ისედაც გარდაუვალია“ - გიგი უგულავა

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა

„დღეს, ამ გადაწყვეტილებით იწყება დიდი ეროვნული მოძრაობა“ - გიორგი ჩალაძე პრემიერის გადადგომაზე

ნიკა მელია: როგორც ჩანს ბატონმა გახარიამ არ გადადგა სისხლისღვრისკენ მეორეჯერ ნაბიჯი