მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, ეს მნიშვნელოვანია 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი ნაწილი არ შევიდა, რაც მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია. 

ამასთან, დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტში არ უნდა შევიდნენ ისეთი ანტიდასავლური ძალები, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტში შემოვიდა. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არცერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი.

ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ჩვენ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, ვგულისხმობ პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 წევრი შევიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢 პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

💢 პარლამენტს ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა

💢 „პატრიოტთა ალიანსიდან“ წასული დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან