მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: რთული დასაჯერებელია, რომ PVT-ის ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ შესახებ. 

როგორც მან აღნიშნა, ზემოთ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის დროს უხეში შეცდომა დაუშვა.

„დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვბული შეცდომის კიდევ ერთი აღიარება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ სიყალბის მიზეზების ძალიან სუსტი განმარტება.

თქვენ გახსოვთ რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს ოპოზიციის მხრიდან რა მასშტაბის პროპაგანდა მოყვა. როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა, ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს და ამ ოქმს უხეშად, დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა.

ყველას კარგად გვესმის რომ სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა PVT-თან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი. ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული.

ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება 11სთ-დან 14:00 საათამდე. ამ გადადების მიზეზების განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია.

ჩვენ 2 კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროვება, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა აშკარაა რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს.

სინამდვილეში ზედმეტობა დაფიქსირდა 19 საარჩევნო უბანზე, რაც არა 8 არამედ 0.5 პროცენტია.

როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად 2 უხეშ ხარვეზს თავის მოტყუება ძალიან რთულია. ჩვენი ამოცანაა სრულად მოეფინოს ნათელი იმ 2 სიყალბის რეალურ მიზეზებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იქცა.

ჩვენი სურვილია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი „სამართლიანი არჩევნების“ შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით მზად ვართ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორგანიზაციის გამგეობასთან და ახალ ხელმძღვანელობასთან.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 ცნობილია, რომ ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებს „სამართლიან არჩევნებს“.