მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: სამართლებრივი დისკუსიისთვის მზად ვართ და საპასუხოდ ყველასგან დუმილს ვიღებთ

ოცნების აღმასრულებელი მდივანი

პარლამენტმა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამართლებრივი დისკუსია ექნებათ ყველასთან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან.

„მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით დაინტერესებულ მხარეებთან გვქონდეს ასეთი სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა აქვს ამ პაკეტს პლიუსები და მინუსები, ბუნებრივია ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენ სამართლებრივი დისკუსიისთვის ყველასთან მზად ვართ და საპასუხოდ დუმილს ვიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ბოლო თვეების სამწუხარო ტენდენციაა და აჩვენებს იმას თუ რა მოტივაცია ამოძრავებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პარლამენტმა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე პროექტი პირველი მოსმენით მიიღო