მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: თუ საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევი, პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო საქმიანობასაც არ ეწევა, პრივილეგიებით არ უნდა ისარგებლოს. 

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი ინიცირდება.

„თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მაშინ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდე. როცა ხალხმა მანდატი მოგვანიჭა და ამით არ სარგებლობ, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევი, მაშინ პრივილეგიებითაც არ უნდა სარგებლობდე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔶 მაჭავარიანი: ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდნენ პარლამენტში

🔶 უგულავა: ხელისუფლება სიტყვა დიალოგს კეკლუცობის მიზნით იყენებს

🔶 შალვა ნათელაშვილი: რას მივაღწევთ მოლაპარაკების შედეგად ჯერ გამოკვეთილი არ არის