პოლიტიკა

კოლეგები დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

საგარეო საქმეთა მინისტრი
2020
1611754272
დაკოპირებულია

ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, ესტონეთისა და სლოვენიის პირველი დიპლომატები, დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ, - ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ისრაელს და საქართველოს შორის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობაა. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა 2 ათასწლეულს ითვლის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორია აქვს.

ველი თქვენთან ერთად მუშაობას და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებას,“ - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბი აშკენაცის მისალოც წერილში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვანგი, ასევე გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების დამკვიდრების შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სტაბილურად და ნაყოფიერად ვითარდება.

თავის მიმართვაში, ბელარუსის პირველი დიპლომატი, ვლადიმირ მაკეი გამოთქვამს იმედს, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები უფრო დინამიკურად განვითარდება. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ურმას რეინსალუ კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ესტონეთი კვლავ გააგრძელებს როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანჟე ლოგარის მიმართვაში ნათქვამია, რომ სლოვენია მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დიალოგის გაღრმავებას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისკენ მიმართული რეფორმების გატარებას და ევროკავშირთან კავშირების გაძლიერებას.

ეუთოს შენობა

ეუთო/ოდირი არჩევნების შესახებ ანგარიშში...

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.

1615015970

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება. 

1615015610

„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

1615015574

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე  ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

1615014735
თბილისის ანძა
მთაწმინდაზე

176 თბილისი, 48 იმერეთი - ეპიდვითარება საქართ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.

1615014237
ეუთო/ოდირი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩ...

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. 

ირანში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა...

ირანში სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

1614975863
„ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ჩინური...

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – ჩინური ვაქცინის თაობაზე აღნიშნული ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.