მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა“ - ბურჯანაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

ერთიანი საქართველო

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც პარტიის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ელჩები დაინტერესებულები არიან, რომ მოგვარდეს ურთიერთობა.

„შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა, რომ ისინი არიან ფასილიტატორები, დამხმარეები კრიზისის გადაწყვეტაში და აქ არ არიან იმისთვის, რომ ვინმეს რამე უბრძანონ.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტისადმი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

აგრეთვე მისი თქმით, ელჩები გამოსავალს ეძებენ პოლიტიკური კრიზისიდან.

„გამოსავალი არის ის, რომ მიღებული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები.

მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია.

კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა. ნებისმიერი შეცდომა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას“, - დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ნათელაშვილი: ოპოზიციის ფეხი არ იქნება პარლამენტში

კალაძე: გეთანხმებით, რომ არჩევნებზე იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები

ელისაშვილი მმართველ გუნდზე: არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით