მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"კონსერვატორები" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ

ზვიად ძიძიგური პარლამენტში 2020

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, "კონსერვატორები" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ეს არის პოზიტიური ცვლილება. მისივე თქმით, ორი პოლიტიკური ძალის, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კამათში მონაწილეობის მიღება არ სურს.

"საკონსტიტუციო ცვლილება შემოდის. მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ცვლილება და ამას "კონსერვატორები" მხარს დავუჭერთ", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.