2020 წლის 28 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების (კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 400 000 აშშ. დოლარის ოდენობის სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა) მიღებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი.- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროსა და კორეის საელჩოს დიპლომატები და საქართველოს ელჩი სეულში ოთარ ბერძენიშვილი (დისტანციურად).
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა კორეის მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც, ამ რთულ პერიოდში გამოიჩინა კორეის მხარემ.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კორეისა და საქართველოს საელჩოების მიერ შესრულებული ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგი.
მათივე ცნობით, დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განვითარდა და გამოხატა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა.
„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.
გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.
„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.
ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.