მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეიდან განახლდება

კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით,  ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, პრემიერთან შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

იგი უკვე შეხვდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კრისტიან დანიელსონი პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდება

🔴 „კომპრომისის მიღწევაზე პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს ეკისრებათ და მათ იციან რა უნდა გააკეთონ“ - დანიელსონი