მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქმიანობას მარტის ბოლოს დაიწყებს

პარლამენტის სხდომა

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.

ჯერ არ დაკონკრეტებულა, თუ ვინ უხელმძღვანელებს უწყებას, თუმცა, სავარაუდო ვერსიით, სამინისტროს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროების რაოდენობის ზრდის პარალელურად, პარლამენტში ცალკე იქმნება კულტურის კომიტეტიც.

შეგახსენებთ, კულტურის და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გაჟღერდა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მიერ, რომელმაც დააანონსა, რომ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, სავარაუდოდ, თებერვალში დასრულდებოდა.