მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები“- მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

„დღეს მსვლელობით გავემართებით და შევუერთდებით სხვა ოპოზიციური პარტიებს. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პანდემიურ კრიზისში, უიმედობაში, მთავრობა არის აბსოლიტურად უსუსური და ქვეყანაში სრული უსამართლობა სუფევს.

გუშინდელი განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ არც სასამართლო გვყავს, არც პროკურატურა, არც მართლმსაჯულება.

მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები “-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს.

13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას, სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუაცია შესაცვლელი და საჭიროა რიგგარეშე არჩევნები, დღეს აქციაზე უნდა მოვიდეს“ - უგულავა

✔️„მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დადგეს იქ, სადაც ისტორიის სწორი მხარეა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️დღეს გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს