მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, თუ როგორ შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს“ - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ყველა არის არა მარტო აღშფოთებული, არამედ ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, თუ როგორ შეუშალოს ხელი ამ ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს. ეს დისკუსია ყველა შემთხვევაში გაგრძელდება. ჩემი პოზიციაა, რომ ეს საფრთხე ივანიშვილისთვის გახდა კიდევ უფრო რეალური და ეს უნდა გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ მან კიდევ უფრო ღრმა კატასტროფები აღარ ჩაიდინოს. ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები, როცა საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ განუმარტა ელჩებს, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეიძლება იყოს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართეს შეხვედრები.

ელჩებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი

სალომე სამადაშვილი: პოლიტპატიმრების თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს

პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა