პოლიტიკა

„ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არა ხალხის დაკვეთას, არამედ სააკაშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს“ - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრი ახალი ჯგუფი
1611759398
დაკოპირებულია

„სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

„საქართველოში არა პოლიტიკური, არამედ ოპოზიციური კრიზისი არსებობს, კრიზისი რომელიც ოპოზიციის წიაღში აღმოცენდა და ოპოზიციას განადგურებით ემუქრება. ისინი ჩიხში არიან, იციან რომ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს (მეხუთე რაუნდი) აზრი არ აქვს, რადგან როგორც ჩანს ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს, შექმნილი მდგომარეობა ოპოზიციისთვის ნამდვილად არასახარბიელოა, დიდი ალბათობით, პროცესების გაწელვის და ორჭოფობის გამო ისინი ყველაფერს დაკარგავენ და გაიმყარებენ ქუჩის ოპოზიციის სტატუსს. დანაკარგში პირველ ყოვლისა ხალხის მხარდაჭერას ვგულისხმობ, ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არა ხალხის (რომელთა მხარდაჭერით მანდატი მოიპოვეს) დაკვეთას, არამედ სააკაშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, რაც მათ რეიტინგზე უარყოფითად აისახება.

სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის. ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი, ოპოზიცია, როგორც წესი, უცხოელი პარტნიორების პოზიციას და სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, დღეს კი უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, უცხოელ პოლიტიკოსთა ფართო სპექტრის პოზიცია რომლებიც მათ (ოპოზიციას) პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

1614349966

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია. 

1614349168

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

1614349136

წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.

1614348294
კარავი

აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე...

ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.

ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღ...

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტ...

იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.