მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს“ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4% ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში.

აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4% რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 26 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 254 822-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ჯანმო: ვაქცინის „ნაციონალიზაცია“ მორალურ კოლაფსს გამოიწვევს

✔️ 426 თბილისი, 23 აჭარა - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში