მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კვოტირების წინააღმდეგი ვართ და არა ქალების“ - „ევროპული საქართველოს“ სიის ოცდაათეული

ფრაქცია ევროპული საქართველო

„ევროპულმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობა პირობითია და მისი საბოლოო ფორმირება არჩევნების შედეგად შიდა, პარტიული კონკურენციით მოხდება.

„ევროპული საქართველო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რას ფიქრობს ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი სია არის პირობითი. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვევა არჩევნევის შედეგები და გაიკვევა, ვის რა შედეგი ექნება შესაბამის ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონეები დაიკავებენ ადგილებს პარლამენტში. სია შედგება 150 კანდიდატისგან. ჩვენს სიაში ყოველი მესამე არის ქალი კანდიდატი. ჩვენ ვართ წინააღმდეგი კვოტირების და არა ქალებისა. ჩვენი აზრით, პოლიტიკაში უნდა იყოს იმდენი ქალი, რამდენსაც აქვს ამისი სურვილი და შესაძლებლობა” - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ევროპული საქართველოს პირობითი სიის ოცდაათეული ასე გამოიყურება:

  • ბაქრაძე დავით
  • შავგულიძე შალვა
  • ხოშტარია ელენე
  • ახვლედიანი არმაზ
  • ნაკაიძე ტარიელ
  • გოგორიშვილი ხათუნა
  • კაპანაძე სერგი
  • წერეთელი გიგი
  • ნადირაშვილი ირმა
  • ბუცხრიკიძე ბეჟან
  • კედელაშვილი ზაზა
  • გოგუაძე ნინო
  • ბობოხიძე აკაკი
  • ბოკერია გიორგი
  • ქებურია ლელა
  • აბესაძე ირაკლი
  • კახიძე ოთარ
  • რამინაშვილი მარიამ
  • რატიანი სერგო
  • პატარაია მალხაზ
  • ოზაშვილი ელენე
  • ღვინიაშვილი გიორგი
  • ჭიაბერაშვილი ზურაბ
  • კაციტაძე მაია
  • კიკნაველიძე ირაკლი
  • კანდელაკი გიორგი
  • აფხაზავა ირინე
  • იმამკულიევი აკმამედ
  • კარაპეტიან არსენ
  • კოხია მიმოზა

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლების რაოდენობა 2028 წლის შემდეგაც გაიზრდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.