მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

la tribune: კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ყველაზე სერიოზული პრეტენზია აქვს

გამოცემა latribune წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას

„საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამისთვის ევროპული პერსპექტივა კონსტიტუციაშიც კი გაიწერა“, - წერს გამოცემა latribune სტატიაში სათაურით „ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე სულ ევროპაა“.

როგორც სტატიის ავტორი ლორენს დაზიანო აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამისთვის ევროპული პერსპექტივა კონსტიტუციაშიც კი გაიწერა.

„ეს ქვეყანა ისტორიულად, კულტურულად და პოლიტიკურად იზიარებს ევროკავშირის ფასეულობებს. საქართველოს საკუთარი იდენტობა აქვს. ქვეყნის მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მხარდაჭერით პრეზიდენტად 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანამ მნიშვნელოვანი წინსვლა იქონია ევროპულ გზაზე. ყოველივე ეს გამოიხატა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, ვიზალიბერალიზაციით და კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისცემით. საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამისთვის ევროპული პერსპექტივა კონსტიტუციაშიც კი გაიწერა, ხოლო ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შთამბეჭდავ ნიშნულამდე ავიდა და წელიწადში 4.5% შეადგინა“, - ამბობს ავტორი.

მისი თქმით, ევროკავშირმა მასიურად უნდა მოახდინოს რესურსების ახლებური დაბანდება ფართო პოლიტიკურ პერსპექტივაში, მის სტრატეგიულ ავტონომიასა და უსაფრთხოებაში. ყოველივე ეს საჭიროებს გრძელვადიან პოლიტიკურ ხედვას ყველა მეზობელთან მიმართებით, განსაკუთრებით საქართველოსთან, რომელიც ასე თვალსაჩინოდ დასავლეთზეა ორიენტირებული. ჩვენ მათ ჩვენივე მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა უნდა შევთავაზოთ, საერთო პერსპექტივასთან ერთად.

„ემანუელ მაკრონი შემართებით იწყებს დებატებს ევროპის მომავალზე და აღმოსავლეთთან ურთიერთობის ხელახლა გააზრებას გვთავაზობს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმების რეფორმირების ან რუსეთთან სტრატეგიულად ახლებური პარტნიორობის ჩამოყალიბებით და იმავდროულად საქართველოსთან - ისევე, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან - ურთიერთობების გაძლიერებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ახლებური გააზრება. ეს სტრატეგიული კითხვები მშვიდად უნდა განვიხილოთ, როდესაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ევროპის პარალიზებას ახდენს, მომავლის აღქმას უკარგავს და ამერიკული იმპერიალიზმისა თუ ჩინეთის იმპერიის შეგრძნებებში ამწყვდევს“, - ნათქვამია სტატიაში.

წყარო