პოლიტიკა

ლადო პაპავა: დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი

აკადემიკოსი ლადო პაპავა
Pia.ge
1619175770
დაკოპირებულია

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხ პუნქტიანი გეგმით.

„2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა სამთავრობო დადგენილება, რითაც დაევალა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს, მოემზადებინათ „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგია 2020“. ამ დოკუმენტზე მუშაობდა ძირითადად ფინანსთა სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტრო ნაკლებად იყო ამაში ნაკლებად იყო ჩართული, უფრო ფორმალური იყო ამაში მონაწილეობა, ამიტომ, კვირიკაშვილს არც არასდროს გაუთავისებია, როგორც მისი პროდუქტი. ამაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოგზავნილი ექსპერტები და ქართველი ეკონომისტები. ეს გეგმა დაამტკიცა უკვე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, 2014 წელს და იქ იყო ძალიან კარგი ჩანაწერი, რომ ყველა სამთავრობო უწყებას, ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, უნდა წარმოედგინა ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მაგრამ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, შემდეგ იყო პრიმიტიული ოთხ პუნქტიანი გეგმა.

ვერ გაბედეს, რომ სტრატეგია 2020 გაეუქმებინათ, პრემიერ-მინისტრები იცვლებოდნენ, სტრატეგია გაუქმებული არ იყო, მაგრამ არც არავინ ასრულებდა. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი. ეს იყო დამსახურება მისი ჩამნაცვლებელი კვირიკაშვილის, რომელიც ფორმალურად ერთ-ერთი ავტორი უნდა ყოფილიყო იმ სტრატეგიის, მაგრამ ეს მას გათავისებული არ ჰქონდა. ამიტომ, დიდი წვლილი მას ამ დოკუმენტში არ შეუტანია და როგორც კი გახდა პრემიერ-მინისტრი, პრიმიტიული 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620628625
თემქაზე ხე წაიქცა -
დაზიანებულია რამდენიმე
მანქანა

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენიმე მა...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე...

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.

„ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტ...

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ბრმად მორჩილნი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასი.