მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთის მერმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო

ალექსანდრე სარიშვილი

დღეს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. ინფირმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იმ ბიჭების სახელები, რომლებმაც გმირულად გასწირეს თავი ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.