მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა დარსალია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სედათ ონალის შეხვდა

ლაშა დარსალია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სედათ ონალის შეხვდა

2021 წლის 21-23 თებერვალს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

უწყების ცნობით, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა, გამოწვევები, საფრთხეები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებშიც ორივე ქვეყანა მონაწილეობს.

პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს უახლოეს მომავალში ჩატარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

ამასთან, განხილულ იქნა კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, ხაზი გაესვა ერთმანეთის დახმარების აუცილებლობას გამოცდილების, რესურსებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.

დადასტურდა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და გააქტიურებაზე.

ცნობისთვის, 23 დეკემბერს, ასევე, დაგეგმილია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გაცნობითი სახის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.