მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა მესხი სააკაშვილზე: ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება

სააკაშვილი ჰესებზე საუბრისას

„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.

„2012 წლის შემდეგ ქუთაისის ცენტრალური მოედანი ხალხით მხოლოდ დღეს გაივსო! ეს ხალხია რეალურად დაცლილი პოლიტ ანგაჟირებისგან და ყველაფრის ფასად იცავენ რიონის ხეობას.... ზღვა ხალხის დანახვაზე ცხადია ყველა პოლიტ პარტიას გაუჩნდა პროტესტში ცხვირის შეყოფის სურვილი. განსაკუთრებით კი ამ პატივცემულს, რომელსაც ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება. არა ბატონებო! ეს პროტესტი არის სახალხო და მისი რომელიმე მხარეს გადაქაჩვა არ გაგივათ“, - წერს ლაშა მესხი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.