პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა

„ქართული ოცნების“ პიარ
კონსულტანტი
საზოგადოებასთან
ურთიერთობის საკითხებში
1610808531
დაკოპირებულია

„ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რა საკვირველია, ამ მასშტაბის ლიდერის პოლიტიკიდან გასვლა, არის ძალიან დიდი გამოწვევა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და ზოგადად, სახელისუფლებო გუნდისთვის, მაგრამ იმავდროულად, ნებისმიერი გამოწვევა აქტიური ადამიანისთვის, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა.

ლაშა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ გამოწვევას, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს, გაათმაგებული ენერგიით იქნება ერთგული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის.

„ბიძინა ივანიშვილმა რაც ქართულ პოლიტიკაში გააკეთა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური ქველმოქმედების სახით, ეს არის უნიკალური შემთხვევა. მან მოახდინა ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიცია საკუთარი თავიდან პოლიტიკურ გუნდზე - ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში უნიკალური შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციით აღჭურვილი პოლიტიკური ლიდერი, ნებაყოფლობით ახდენს ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემას პოლიტიკურ ლიდერთა გუნდზე. ჩემი აზრით, ამას ისტორია კიდევ უფრო მეტად შეაფასებს“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

👉 ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ ივანიშვილმა 12 იანვარს განაცხადა.

👉 16 იანვარს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%-ს) რეალურად მიაჩნია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1618999008

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

1618998917

„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

1618998837

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

1618998761
ანალიტიკოსი ირაკლი
ლატარია

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მიერ შ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

ზუგდიდში 55 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნ...

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.

ქუთაისში კოვიდპაციენტი კლინიკის მე-5 სარ...

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მე-5 სართულიდან გადახტა. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.