მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ლელო მცხეთაში
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა.

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

1 . ბადრი ჯაფარიძე - საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

2. ანა ნაცვლიშვილი - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

3. გრიგოლ გეგელია - რუსთავისა და გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

4. გიგლა მიქაუტაძე - გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

5. ირაკლი კუპრაძე - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

6. ფიქრია ჩიხრაძე - სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

7. კახა კოჟორიძე - ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

8. მურად მურადოვი -მარნეულისა და გარდაბნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

9. ლევან კობერიძე - ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

10. ეკა ქვლივიძე - გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

11. საბა ბუაძე - მთაწმინდა - კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

12. სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი - მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

13. გიორგი სიორიძე - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

14. ლევან სამუშია -დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

15. ალექსანდრე ახვლედიანი - ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

16. ლანა გალდავა -ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

17. ჯამბულ ხოზრევანიძე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

18. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

კანდიდატების წარდგენას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 დეპუტატი და 30 მაჟორიტარი იქნება.