მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი : ერთი პარტიის გამოსვლა მოსახლეობის აზრს არ ნიშნავს - ეს არის სპეკულაცია

დავითაშვილი ფერმერებზე

„დღესაც ჩატარდა აქცია კახეთში და ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია. როდესაც კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. გთხოვთ, ჟურნალისტებს - არ ენდოთ არც ჩემ ნათქვამს, არც ოპონენტების სიტყვას, შეხვდით მოსახლეობას და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება.

ჩემი პირადი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტად გაიყიდოს ნებისმიერი პროდუქტი და ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს. ჩემი ინტერესია, რომ ფერმერს მეტი შემოსავალი ქონდეს, რადგან თუ კმაყოფილი იქნება ფერმერი, ე.ი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ. ჩვენი საქმე ფაქტობრივად ამით იზომება, მაგრამ ობიექტური რეალობაც გასათვალისწინებელია.

ამ ობიექტურ რეალობაში, საუბარია იმაზე, რომ ეს ფასი, ნამდვილად სრულად ფარავს დანახარჯებს და ფერმერი იღებს მოგებას, თან იმ პირობებში, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, რთული ვითარებაა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ეს არის თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელებმა, თბილისელებმა, იგივე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა, გადაიხადეთ ბიუჯეტში და სოლიდარობის პრინციპით გაუნაწილეთ ჩვენს მევენახეებს კახეთში, რათა რთული პერიოდი გადავაგოროთ და ამ რთულ პერიოდში, არც ერთი
კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა.

დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება-გადამუშავება ხდება და ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრებია ამ პირობებში. ასე რომ, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. საბოლოოდ, ჩვენ რთველს დავამთავრებთ წარმატებით და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორიც მანამდე, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.