პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო

იაფი ფულადი რესურსი
სოფლის მეურნეობისთვის
ბიძინა ივანიშვილის
ერთ-ერთი პირველი დაპირება
იყო
1610521344
დაკოპირებულია

„იაფი ფულადი რესურსი სოფლის მეურნეობისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი დაპირება იყო, რაც შესრულდა; დღემდე არსებობს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი”, რომელიც ფაქტობრივად უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით დაფინანსებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობამ განაპირობა, რომ საქართველოში ერთიორად გაიზარდა და 55 000 ჰექტარს გადასცდა ვენახების ფართობი. ეს ტენდენცია არის ძალიან დადებითი. ეს არის მყარი სანედლეულო ბაზა, რომ ღვინის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორისთვის წარმატებული იყოს, განვითარდეს და გაიზარდოს.

„10 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულია სხვადასხვა ხილის კულტურა, მრავალწლოვანი ინტენსიური თანამედროვე ბაღები, რომელიც არის საგრანტო დაფინანსების შედეგი. რამდენიმე ათას ჰექტარზეა სასათბურე მეურნეობები, რომელიც სასურსათო უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ბოსტნეული არა სეზონზე.

რაც შეეხება 2020 წლის პანდემიის პირობებში ჩვენს მყისიერ ჩარევას; ჩვენ გავაჩინეთ მოკლევადიანი ფინანსური საბრუნავი საშუალებები ფაქტობრივად უფასოდ იმისათვის, რომ სწრაფად მოეხდინათ ადაპტაცია ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს და ერთწლოვანი კულტურების მეტი მოსავალი მიგვეღო.

ჩვენ გვქონდა პირდაპირი დახმარებები. ეს იყო აგრობარათებზე დარიცხული ქულები, რომ ფერმერებს უფასოდ მიეღოთ პესტიციდები, დაზღვევის კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობები და ა. შ. - ეს იყო მყისიერი ღონისძიებები, რომელიც ჩვენ 2020 წელს დავამატეთ ძირითად პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტს: პირველად წარმოებაში საგრანტო თანადაფინანსებას, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების თანადაფინანსებას, ტექნიკურ დახმარებაში თანადაფინანსებას, აგროკრედიტს და აგროდაზღვევას.

ეს პროგრამები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, თანმიმდევრული საქმიანობის განხორციელება იმისთვის, რომ ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა და სოფლის მეურნეობა მეტ ღირებულებას ქმნიდეს ეკონომიკაში”, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკიდან მიდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

✔️ „ივანიშვილს ერთი სული ჰქონდა გაცლოდა პოლიტიკას“ - რამაზ საყვარელიძე

✔️ საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით

✔️ ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ

უმრავლესობის ლიდერი -
მამუკა მდინარაძე

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ 2-3 დღეშ...

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა. 

1615058269

„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

1615057289

გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.

1615053483

გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.

1615051028
გორში დაკავებული პირის
ადვოკატი

„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდ...

„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას. 

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე სხვის სახლში შ...

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.

დალაი-ლამას კოვიდვაქცინაცია ჩაუტარდა (ვი...

ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

რომის პაპმა ერაყის მუსლიმებს და ქრისტიან...

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.