მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის პურის მიწოდება სტაბილური იყოს

რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის პურის მიწოდება სტაბილური იყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სამინისტროში რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს როგორც პურის მიწოდება, ასევე სტაბილური იყოს ფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგება. ეს არის საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესსექტორის მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოციალური მიმართულება და ბაზარზე სტაბილიზაციის შენარჩუნება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ინფორმაციისთვის, ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.