მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

საკრებულოს პრესსამსახური

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მან რაიონი საქართველოს პარლამენტის ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში კერძოდ, ქისის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

„ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება.
ამ ეტაპზე ქისის ქუჩაზე 2078 კვ.მ ფართობზე ახალი ასფალტის საფარი იგება. პარალელურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ვსახავთ“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.