გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო საბჭოს წევრებს ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველო, 2019 წლიდან, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოჯახის წევრია, რაც დარგის განვითარების ხელშემწყობ უალტერნატივო პლატფორმას წარმოადგენს. რომ არა პანდემია, წელს თბილისი საბჭოს სხდომის მასპინძელი იქნებოდა. ვიმედოვნებ, მორიგი საბჭოს სხდომის მასპინძლობის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მოგვეცემა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ქვეყანაში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზეთისხილის კულტურის წარმოების და ექსპორტის პოტენციალზე და ყურადღება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ქვეყნაში არსებული ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს, 100 ჰა მიწის ფართობზე იგეგმება ახალი ნარგაობების გაშენება და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ქვეყანაში ზეთისხილის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
სხდომის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის და მისგან წარმოებული პროდუქციის სასარგებლო თვისებების გარდა, აღნიშნული კულტურის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეულ მახასიათებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზეთისხილს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს.
საბჭოს სხდომაზე, პროდუქციის წარმოებაში პანდემიის გავლენები, ხარისხის სტანდარტის მახასიათებლები, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიცირების, წარმოებაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საბჭოს სხდომას, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ესწრებოდა.
ცნობისთვის, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა და, ამავე წელს, ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყანად ოფიციალურად დასახელდა.
ინფორმაციისთვის, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, 1959 წელს, მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.
მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.
რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.
ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.
2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.