მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.

მის კანდიდატურას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.

იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა - „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ავთანდილ ენუქიძემ დაიკავა.

ინფორმაციისთვის:

პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში 29 იანვარს შევიდნენ.

„მე და ლევან იოსელიანმა საბოლოოდ, შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ წევრებთან არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

რაზე მოაწერეს ხელი „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ - შეთანხმების დოკუმენტი