მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: ფასილიტატორების გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ

იოსელიანის განცხადება

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი „მოქალაქეების“ დაბულინგებას ცდილობს, თუმცა ეს მათ მოქმედებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ჩვენ ოპოზიციიდან ვერავინ გაგვრიცხავს. დავამტკიცეთ, რომ ყველაზე მძლავრი დინების საწინააღმდეგოდაც კი შეგვიძლია წავიდეთ, თუ გვჯერა წარმატების და ამიტომ ვდგამთ ამ ნაბიჯებს“- აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტია ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლემიკას წყვეტს.

👉 მისი თქმით, „მოქალაქეების“ ლიდერები მზად არიან შეთანხმების მისაღწევად „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ შეხვდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მზად ვართ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ - „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს