მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს: კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ

პარლამენტის წევრი 2021

„თუ რამე დავამტკიცეთ არის ის, რომ არ არსებობს ძალა ან ადამიანი, რომელიც ჩვენზე მოახდენს გავლენას. ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ელოდება, რომ აქ ამ პრობლემებზე მსჯელობას მოისმენენ“, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს. 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა განაცხადა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.

„ის რა გადაწყვეტილებაც მიიღეთ, ეს არის მხოლოდ კარგი. სწორია, რომ არ შევუწყვიტოთ მანდატები ოპოზიციას და დატოვოთ სივრცე მოლაპარაკების გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და ოპოზიციას მიმართა, რომ გადაწყვეტილებების შესახებ მას დაურეკონ და აზრი ჰკითხონ ხოლმე, კერძოდ იმის შესახებ გაყალბდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს ამ წუთებში, ცალ-ცალკე უყრის კენჭს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი კობახიძე

„თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“ - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

ზურაბ ჯაფარიძე: შევეცდები, რომ თვითონ, თავისი ნებით დააყენონ ჩემი მანდატის გაუქმების საკითხი