მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან კობერიძე ვაკეში „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი

ლევან კობერიძე ვაკეში „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პარტია „ლელო საქართველოსათვის“ არის უკვე პარლამენტში, მე წარმოვადგენ ამ პარტიას და ვიქნები ამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკის საარჩევნო ოლქში. გპირდებით, რომ ეს პარტია იქნება ძალიან აქტიური მთელ იმ პერიოდში რაც არის დარჩენილი საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობერიძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.