მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: რა გაგვიკვირდა, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელსაც ჯერ სახეზეც კი არ იცნობდა ჩვენი მოსახლეობა, როცა უამრავ ოჯახს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

მავნებლები ხშირად კითხულობენ, სად არის ბიძინა ივანიშვილი, ვერ ხედავთ? რას იზამთ. არადა აქ არის, თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს - უხილავ მტერს, რომელსაც იმედია, ასევე ღირსეულად დავამარცხებთ, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი წვლილია ქვეყნის წინაშე გაღებული.

„დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი 100 მილიონით გაიზარდა და მალევე გაჩნდა სასიამოვნო ინფორმაცია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი წვლილია ქვეყნის წინაშე გაღებული, ან რა გვიკვირდა, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო, რომელსაც ჯერ სახეზეც კი არ იცნობდა ჩვენი მოსახლეობა, როცა უამრავ ოჯახს ჩუმად და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა, რომელმაც უამრავი კულტურული თუ ისტორიული ძეგლი გადაარჩინა, ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება?! არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სწორედ მან და მისმა გუნდმა შეძლო რევოლუციით და დამხობით კი არა, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით, არჩევნებით შეეცვალა ხელისუფლება. მავნებლები ხშირ-ხშირად კითხულობენ, სად არის ბიძინა ივანიშვილი? ვერ ხედავთ? რას იზამთ. არადა აქ არის, თავის გუნდთან ერთად, რომელიც ასე ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს - უხილავ მტერს, რომელსაც იმედია, ასევე ღირსეულად დავამარცხებთ“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.