მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი - Pia.ge

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება.

მისი თქმით, ყველაზე ამაზრზენია, რომ ამ დანაშაულებრივ ფეიკ ჩანაწერს ავტორიტეტული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფი ეკა გიგაური აზიარებს.

„სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად. აკი განადგურდა კასრებიო? აკი ნაცების მიერ 9 წლის ნაგროვები ჩანაწერების მონტაჟით აღარ მოწამლავენ ქართულ საზოგადოებასო? მიშამ რომ გააზიარა მელაძის ანონსი, სრულიად გასაგებია, ლომჯარია რომ არ ინტერესდება ამ ცილისწამების ქეისით, ესეც არა გასაკვირი, მაგრამ ავტორიტეტული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფი ეკა გიგაური რომ აზიარებს ამ დანაშაულებრივ ფეიკ-ჩანაწერს - ესაა ყველაზე ამაზრზენი. როგორც ჩანს, ვერ შემდგარი რევოლუციის, ვერ დამტკიცებული „გაყალბებული“ არჩევნების, მელიას კბილებით და ხელებით ვერ დაცვის, მიტინგებზე ვერ მოყვანილი ხალხის მერე, რუსული სცენარის და გეგმის აღმსრულებლებს, სააკაშვილის ბრძანების თანახმად, მხოლოდ პარლამენტის წინ კარვები და მელაძის იაფფასიანი სიუჟეტები დარჩათ თავიანთი მცირერიცხოვანი მომხრეების გასამხნევებლად ან შესაშინებლად“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.