პოლიტიკა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას - მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს

ლიეტუვის
პრემიერ-მინისტრი
1610612891
დაკოპირებულია

ლიეტუვის  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას - მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ.

„ნება მიბოძეთ, ლიეტუვის მთავრობის სახელით გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა. ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენი ხალხისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მადლობას მოგახსენებთ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის მოლოცვისთვის. მზად ვარ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელო ყველა იმ მიმართულებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს. ლიეტუვას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, ისევე როგორც თქვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობის მიმართ.

მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყნები, მოიცვა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და მისგან მომდინარე შედეგებმა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის გარდამტეხი მომენტია. ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ლიეტუვამაც მოუწოდა ევროპის კომისიას ისეთი მხარდამჭერი მექანიზმის შექმნისკენ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ადრეულ ეტაპზე შეაძლებინებს ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის მოპოვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები ახლო მომავალში შესძლებენ ამ გამოწვევის დაძლევას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას და ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენ, ხოლო ქართველ ხალხს - გამარჯვებასა და კეთილდღეობას.

გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს

✔️გიორგი გახარია: საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს

✔️ერდოღანი გახარიას: თქვენი ლიდერობით ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

პალაუს დროშა

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

1610907219

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

1610905716

მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.

1610902736

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

1610900654
ვოლსკი პარლამენტში

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქ...

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი...

„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-...

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვა...

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.