მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაჭავარიანი: სპეკულაციაა - კითხვა ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს?

მაჭავარიანი ევროკავშირის საზღვრებზე

„ხშირად ისმის სპეკულაცია, მათ შორის, ოპოზიციონერებისგან - ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს? ეს არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, ეს არ არის კითხვა - გვინდა თუ არა ევროკავშირში, გვინდა თუ არა ნატოში. ეს არის კლასიკური, ტექნოკრატული შეკითხვა ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან და მათთან საზღვრის გახსნის საკითხები სიფრთხილით, კონსულტაციის გზით გადაწყდება.

„აქედან გამომდინარე, საკითხი „ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები და თქვენ არ ხსნით“, მინიმუმ სპეკულაცია ან სისულელეა და მგონია, რომ ასეთი სულელებიც არ არიან, ამიტომ მგონია, რომ მაინც სპეკულირებენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბარში.