მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ბითაძე: ოპოზიციურმა პარტიებმა გაიაზრეს და აღიარებენ, რომ აუცილებელია მოლაპარაკებები

ქართული ოცნების წევრი მაია ბითაძე

„ქართული ოცნების“ წევრის მაია ბითაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად გაიაზრეს და ჩანს მათი გზავნილები, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები ამ შემთხვევაში არის ერთადერთი დემოკრატიული გზა.

„ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად გაიაზრეს და ჩანს მათ გზავნილებში, რომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. იმედი გვაქვს, მომდევნო დღეების განმავლობაში, მათი მხრიდან იმის აღიარებასაც მოვისმენთ, რომ არჩევნების მასშტაბური გაყალბება არ მომხდარა.

იმ სიცრუის ტირაჟირებას რასაც უკვე 12 დღეა ვისმენთ, უკვე აქვს სამართლებრივი საფუძველი იმის სანახავად, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. სადაც იყო შეცდომები და გადაცდომები ეს ყველაფერი სწორდება.

მოლაპარაკებები ამ შემთხვევაში არის ერთადერთი დემოკრატიული გზა. სამწუხაროა, რომ გვიწევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების გამოყენება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

📌 ინფორმაციისთვის, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 იაგო ხვიჩია: დედას ვფიცავარ მიხეილ სააკაშვილი არ გვმართავს

🔴 პრემიერი ოპოზიციაზე: თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან