მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ თუ როგორ ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის

ვიცე-პრემიერი 2020

"ჩვენ ვაგრძელებთ სისტემურ და დიდ პროექტებს, სადაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კონტრაქტორები არიან ჩართული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მათი კონტროლი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის ნაწილში", - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა დააკმაყოფილა მოთხოვნები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც შესაბამისი პროცედურა წარმატებით ვერ გაიარეს.

"სამწუხაროდ, გლობალური კრიზისის პირობებში, ჩვენი ეკონომიკა ზიანდება ტურიზმის, საერთაშორისო გადარიცხვების და ა.შ. აქტივობების შეზღუდვით, ამ ფონზე კი ჩვენი პარტნიორები ხედავენ თუ რამდენად თანმიმდევრულად და წინდახედულად ვმოქმედებთ ეპიდემიის გამკლავების ნაწილში და რამდენად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის. ამიტომ მათ აქვთ საფუძველი, რომ მყარად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მალე გავუმკლავდებით ვირუსს და დავუბრუნდებით აღმავალ ტენდენციას. საფინანსო ინსტიტუტების წეარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი დღესაც აქ, საქართველოშია, განაგრძობენ უსაფრთხოდ მუშაობას და 24-საათიან რეჟიმში გვეხმარებიან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.