მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: სავაჭრო ცენტრებში ბევრი ადამიანის ყოფნა ბიზნესის პასუხისმგებლობაა

ვიცე-პრემიერი

„რა თქმა უნდა, პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების  მექანიზმების აღსრულების ეფექტიანობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ,  ასევე, ალბათ, ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც პანდემიის  წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს არის მათ შორის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შავი პარასკევის ფასდაკლებებთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრებში ადამიანების თავყრილობა ბიზნესის პასუხისმგებლობაა.

„ძალიან ბევრი ადამიანი იყო სამწუხაროდ დღეს სავაჭრო ცენტრებში და ამ შემთხვევაში ეს არის ამ სავაჭრო ცენტრების პასუხისმგებლობა. ყველა დადგენილი წესის დაცვა არის მოქალაქის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მთავრობას, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქცია არ გვიცავს უშუალოდ ვირუსის გავრცელებისგან“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში სავაჭრო ქსელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული მაღალი მობილობის შედეგად ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება და შეზღუდვების დაწესება მოუწია.