მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიკ პომპეოს 17 საათი თბილისში - (ფოტო/ვიდეო)

პომპეო გახარიას მასპინძლობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ოფიციალური შეხვედრები, გზავნილები, ოპოზიციის მდუმარე აქცია - დღის მოკლე შეჯამება. 

maik-pompeo_o_h.jpeg
მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

maik-pompeo_o_h.jpeg
პომპეომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ თბილისში ყოფნით აღფრთოვანებულია.

zurabishvili_o_h.jpeg
18 ნოემბერს, პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

„მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება“, - ეს შეფასება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გააკეთა.

gakharia-da-pompeo_o_h.jpeg
მორიგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გაიმართა.

„ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების მომენტი დადგა“- მიმართა გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს შეხვედრაზე.

„ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება“ - მიმართა მაიკ პომპეომ გიორგი გახარიას.

pompeo-da-gakharia_o_h.jpeg
გიორგი გახარია მაიკ პომპეოს თბილისში მასპინძლობს.

patriarki-da-maik-pompeo_o_h.jpeg
მაიკ პომპეოს შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.

shekhvedra_o_h.jpeg
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

aktsia_o_h.jpegთბილისში მაიკ პომპეოს ვიზიტი მდუმარე აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

maik-pompeo_o_h.jpeg
მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა.