„თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს უგზავნის.
როგორც მაკრონის წერილშია ნათქვამი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და საფრანგეთმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი.
ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები.
ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში.
თქვენს წერილში, მთხოვეთ ყურადღება გამემახვილებინა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (CPI) მოსამართლის თანამდებობაზე 2021-2030 წლების ვადით, არჩევნების ფარგლებში, რომელიც 2020 წლის 17 – 23 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდა.
თქვენ ხაზი გაუსვით მის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართალში და ომის დანაშაულების მსხვერპლთა დახმარებაში, მის შესანიშნავ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც მიუკერძოებლობას, თვისებებს რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო სასამართლოში მოღვაწეობისთვის.
მართლაც, დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა რომ თქვენს კანდიდატს გააჩნია აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.
სწორედ ამიტომ, მივესალმები 18 დეკემბერს ნიუ-იორკში ბატონი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლედ არჩევას და ვუსურვებ მას წარმატებას თავისი მოვალეობის შესრულებაში მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს. ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, ემანუელ მაკრონი“, - აღნიშნულია წერილში.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა.
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ნატოში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა.
„ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“, - ამის შესახებ დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის წერილშია აღნიშნული.