მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მალხაზ თორიამ „CPMR“-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

მალხაზ თორიამ ,,CPMR“-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

დღეს, 19 ნოემბერს „პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (CPMR) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინ მოლდოვეანუმ გახსნა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

 

არსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით სატრანსპორტო სფეროში არსებული შეზღუდვები, არსებული გამოწვევები, ასევე მიმოიხილეს „COVID 19“ გავლენა ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროებზე.

„ონლაინ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონების პორტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს. გაიმართა საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციები. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი „CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. „CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთი „CPMR“-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.