მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას” - იტალიაში საქართველოს ელჩი

იტალიაში საქართველოს ელჩი

მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის კოტე სურგულაძე ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნებები არ არის სანდო. 

„საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში მის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კოვიდ 19-ის ვაქცინის მიპოვების მიზნით, ისევე როგორც უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანზიაციებთან, იმისათვის რომ ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალქეებისათვის.

მათ შორის, კოვიდ 19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ქ. რომში კონსულტაციები (რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას) მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან.

მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა.

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით წარმოადგენს სპეკულაციას” - აცხადებს კოტე სურგულაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.