პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლამ საკუთარი პროგრამა მოაგონა.
„ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა, ასე ვთქვათ. ეს არის ჩვენი პროგრამა, რომელიც მარშალის გეგმაშიც ასახული იყო“, – განაცხადა ხაზარაძემ.
„პოლიტიკაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ თბილი ადგილი მოვძებნო. ეს არასდროს მქონია ცხოვრებაში და ამის არც მიზანია მქონია. მოვედი იმისთვის, რომ ხელებდაკაპიწებულმა მივაღწიო თითოეულ თქვენგანთან ერთად, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მივაღწიო ამ ქვეყნის გაერთიანებას.
ეს არის ჩემი ძალიან დიდი მიზანი. დიდი მიზანი და ამბიცია თუ არ გაქვს, პოლიტიკასაც თავი უნდა დაანებო. ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა – ქვეყნის გაერთიანება და დიდი გამოწვევა – ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, 20 იანვარს ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
იხილეთ აგრეთვე:
❗ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს და „წითელი ხაზების“ გადაკვეთას არ ურჩევს. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოდან, მაისის დასაწყისამდე იქნება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააღდგომო დღესასწაულებზე დამატებითი შეზღუდვები და არც კომენდანტის საათის გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება.
„რეალურად მე-3, მე-4 კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.