მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია

ლელოს ლიდერი

„არჩევნები გაყალბდა, ეს ფაქტია. მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ მათი ხმები არის მოპარული. აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, რომ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სხვა სცენარი არ განიხილება.

„ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი სხვა მცდელობა იქნება უშედეგო“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

👉 ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს, მხარეებს შორის ორი შეხვედრა უკვე შედგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული მანდატები

👉 ინაშვილი: მემორანდუმი უნდა შედგეს მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება

👉 როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?