მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე: ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი

 პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ის საკუთარ „ფეისბუკ“ პოსტში საუბრობს მორალურობასა და ეთიკურობაზე.

მისი თქმით,  არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით გააკეთებ.

„არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი.

ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,“ - ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან.

ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ - იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას. პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ.

და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება.

ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი - ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას.

მე მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილი მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა და მას მატყუარა უწოდა, რამაც „მოქალაქეების“ ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„დაჭერის პრობლემა რომ შეგექმნა, მერე შეგიყვარდა ქვეყანა?“ - ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

✔️დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

✔️ალეკო ელისაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ